Tamada - Homeless(rework)

preview_player
Показать описание
გამარჯობა,

მოკლედ, ახალი ალბომი დავასრულეთ. Leno Records-ში დავაბალანსეთ, დავამასტერეთ.(რომ გამოვა ალბომი, სხვანაირად გაგიზიარებთ იმ არაჩვეულებრივ და ბევრის შემმეცნებელ გამოცდილებას, რაც გვაჯისთან მუშაობისას მივიღე)

იქიდან გამომდინარე, რომ ალბომი დაიბეჭდება ფირფიტაზე და ამ ყველაფერს იმაზე მეტი დრო ჭირდება, ვიდრე მე უმეცარს მეგონა, ავდექი და მოვიწყინე. რატომღაც, ამ მოწყენილობამ გამიღვიძა ძველი შეგრძნებები და დავიწყე წინა პროექტის “Lasha Chapel” ტრეკებში ქექვა. თავისთავად მოხდა ისე, რომ ერთი ხელის მოსმით, ახალგამოცდილებებდაგროვებულმა, რამდენიმე დღეში, თავიდან ჩავწერე და დავასრულე ბევრი ძველი კომპოზიცია, თუ სიმღერა. არაა გასაკვირი, რომ გამიჩნდა იდეა დროდადრო გაგიზიაროთ ჩემი ძველი მეს ქავერები და ოფიციალურად გამოვცე სხვადასხვა ლეიბლებზე.

პირველი გახლავთ “Homeless”, რომელიც მუდამ განსაკუთრებული მელანქოლიაში მაგდებდა, რადგან ზუსტად ეს ტრეკი იყო, 2013 წელს, პირველი, ჩემით გაკეთებული “ელექტრონული” მუსიკა. დაუვიწყარი დღეები მაჩუქა ამ სიმღერის გადაკეთების პროცესმა, თითქოს ძველ მესთან დამაბრუნა და დროში მამოგზაურა.

იმედია მოგეწონებათ და ბოდიშშიც ჩამითვლით, ახალი ალბომის ასე გაწელვისთვის.

გავიხაროთ!

Credits:

Music/ lyrics: Lasha Chapel/ Tamada (ეგოქავერი) - Homeless
Mixed&Mastered by Gvaji at Leno Records
Label: Leno Records
Artwork by Mindia Intelligent Arabuli
Рекомендации по теме
Комментарии
Автор

კარგია <3 ძალიან მოუხდებოდა ქართულის ჩართვა, როგორც შიშ-ში )))

anakharaishvili
Автор

ვაუ მაგარი შეგრძნებები წამოიღო მაგარია ❤

RyukSoundEffects
Автор

ოხ რა გემოვნებიანი და ძერსკი ერი ვართ🇬🇪💋❤️

batatxelidze
Автор

თამადას ალბომი ფირფიტაზე არის ძალიან მაგარი გადაწყვეტილება. ველოდებით ერთი სულით <3 <3 <3

VINILIGE
Автор

მთელი დღეა ვზივარ და ვუსმენ💌ძანნ კაიაააა, იმ ხიბლს მაინც არ უკარგავთ რაც თამადას აქვსს🌚⭐⭐

persephone-ky
visit shbcf.ru